ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
იაგორ კაზალიკაშვილი
დაბადების თარიღი: | 2 მაისი, 1882 |
გარდაცვ. თარიღი: | 15 სექტემბერი, 1935 (53 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ალპინიზმი |
ბიოგრაფია
დაიბადა სტეფანწმინდაში (ახლანდ. ყაზბეგი). მთამსვლელი, მეგზური, ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. პირველად, უცხოელებთან ერთად ავიდა მყინვარწვერზე (1907). იყო გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მოწყობილი პირველი ქართული ექსპედიციის მთავარი გამყოლი მყინვარწვერზე (1923), თეთნულდსა (1930) და უშბაზე (1934) პირველი საბჭოთა ასვლის მონაწილე, ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოროლოგიური სადგურის პირველი მოზამთრე (1934). დალაშქრული აქვს კავკასიონის მწვერვალები: მყინვარწვერი (მრავალჯერ), იალბუზი, თეთნულდი, უშბა, ადაი-ხოხი, მარუხი და სხვ. გამოცემულია მისი ლექსების კრებული (1933).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 279 გვ.
|