The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი (აგი) აბაშიძე

გიორგი (აგი) აბაშიძე
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა

ბიოგრაფია

დაიბადა  თბილისში. ალპინისტი. სსრკ ორგზის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1957 პამირი, დარვაზის ქედი; 1976, საღრანის დიდი ნალი), ორგზის მეორე (1975, 77) და ორგზის მესამე (1969, 73) პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში.არის პირველი ქართული ექსპედიციის მონაწილე, რომელმაც იაპონიის მწვერვალები (ფუძიამა, ჰოდაკა) დალაშქრა (1966) კავკასიონის, პამირისა და ტიან - შანის მთებში თანაგუნდელებთან ერთად ურტულესი გზებით განახორციელა მრავალი პირველსვლა, მათ შორის 5 ახალი მარშრუტი გაკვალა შხარის მასივზე. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის განყოფილების გამგე.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 282 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი

გააზიარე: