The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



დათა ხიზამბარელი

დათა ხიზამბარელი
დაბადების თარიღი:1849
გარდაცვ. თარიღი:1874  (25 წლის ასაკში)
კატეგორია:ქართული ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში. უძლეველი ქართველი ფალავანი. გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალით, შეუპოვრობით, იშვიათი ოსტატობით. მისი თანამედროვე მწერალი და პუბლიცისტი ანტონ ფურცელაძე წერდა: “მე ამ დღეობაში ვნახე ერთი თვრამეტი-ცხრამეტი წლის მოჭიდავე. არ შეგიძლიან წარმოიდგინოთ მისი სისხარტე ჭიდაობაში. რამდენნაირი ხერხი და ოსტატობა აქვს გამზადებული თავისი მოწინაღმდეგების წასაქცევად. ვისაც ხიზამბარელის ჭიდაობა უნახავს, ადვილად შეუძლია წარმოიდგინოს, სადამდის განვითარებულა ჩვენში ჭიდაობა” (გაზეთი “დროება”. 1867 წელი). მოგვიანებით, 1888 წელს, გაზეთი “ივერია” ასე ახასიათებდა ხიზამბარელს: “საქართველოში ბევრი გამოჩენილი ფალავანი ყოფილა, მაგრამ ხიხამბარელივით კი სახელი არავის გაუთქვამს. თითქმის სახალხო გმირად გადაიქცა. ხელობით მეტივე იყო. ჯმუხი, ცოტათი მოხრილი და დათვურად ნაკვეთი. ტანზე, სადაც არ უნდა მოგევლო ხელი, იტყოდი თუ ხე არისო, ანუ ქვა და არა ხორცი. ზეზე კისრული იცოდა და რაღა-კი წამოიღებდა, იტყოდა ხოლმე “ახლა თუ გინდათ ხარ-კამეჩიც მოუბით, ვეღარ შეიმაგრებთ, გადავიტანო”.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 14 გვ.


გააზიარე: