ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
თამაზ ანთაძე
დაბადების თარიღი: | 17 ივნისი, 1935 |
გარდაცვ. თარიღი: | ნოემბერი, 2002 (67 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მწვრთნელი, ხელბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. ხელბურთელი. თამაშობდა თბილისის “ბურევესტნიკსა” (1960-70) და სსრკ ნაკრებში (1964-70). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962, 64), სამგზის მეორე (1965, 66, 67) და მესამე (1963) პრიზიორი. სამჭოთა კავშირის ნაკრებში - 6 მატჩი, 6 გოლი. ჩამოაყალიბა გუნდები: “დინამო” და “კოლმეურნე” (1970), თელავში დააარსა ბავშვთა და მოზარდთა სპეციალიზებული სპორტული სკოლა (1981). იყო ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სკოლის დირექტორი (1985-88), ქუვეითის კლუბების “ალ-არაბის” (1989-90), “კლაბ ქუვეითის” (1991-92) და ამ ქვეყნის ნაკრების (1993-94) მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით “ალ-არაბიმ” ქვეყნის თასი მოიგო (1990), “კლაბ ქუვეითი” მესამე პრიზიორი (1992), ნაკრები კი აზიის თამაშების ჩემპიონი გახდა (1994). საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ, 254 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1967 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კაუნასი
- 1966 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი
- 1965 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
- 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. სვერდლოვსკი
- 1963 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
- 1962 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კაუნასი
|