The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ბუხუტი გურგენიძე

ბუხუტი გურგენიძე
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:28 მაისი, 2008  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, ჭადრაკი

ბიოგრაფია

დაიბადა სურამში. მოჭადრაკე. პირველი ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი (1970). საქართველოს 11-გზის ჩემპიონი (1958-65, 68, 70, 73), სსრკ ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 9-გზის მონაწილე, სტუდენტთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში ორგზის გამარჯვებული (1957, 58). ნანა ალექსანდრიას და სხვა ცნობილი დიდოსტატების მწვრთნელ-სეკუნდანტი, საქართველოს (1968) და სსრკ (1970) დამსახურებული მწვრთნელი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და თბილისის ჭადრაკის სასახლის დირექტორი (1987-93).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  314 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1959 - მეორე ადგილი, სტუდენტთა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი. ბუდაპეშტი
  • 1958 - პირველი ადგილი, სტუდენტთა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი. ზოლოტიე პესკი
  • 1957 - პირველი ადგილი, სტუდენტთა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი. რეიკიავიკი

გააზიარე: