The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვიქტორ გოგლიძე

ვიქტორ გოგლიძე
დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1905
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 1964  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:მსაჯი, ჭადრაკი

ბიოგრაფია

დაიბადა ტაშკენტის ოლქში. მოჭადრაკე. პირველი ქართველი ოსტატი (1930) და საერთაშორისო ოსტატი (1950). საქართველოს ჩემპიონი (1928), 1930-იან წლებში სსრკ ჩემპიონატების სამგზის მონაწილე. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1941), საქართველოს სსრ ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე (1936-53). ორი საჭადრაკო წიგნის ავტორი. 1970-90 წლებში ტარდებოდა ვიქტორ გოგლიძის საერთაშორისო საჭადრაკო მემორიალი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  314 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: