The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვლადიმერ ლავრინენკო

ვლადიმერ ლავრინენკო
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1932
გარდაცვ. თარიღი:7 იანვარი, 2004  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ცურვა

ბიოგრაფია

დაიბადა სოხუმში. მოცურავე. (თავისუფალი სტილი). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი. სსრკ სამგზის ჩემპიონი (1951 - გულაღმა 200 და 400 მ; 1954 - 1500 მ), ორგზის მეორე (1953, 54 - ესტაფეტა 4X200 მ) და ორგზის მესამე პრიზიორი (1952, 53 _ 1500 მ). ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1952, XXV ადგილი). პირადი საუკეთესო შედეგები: თავისუფალი სტილით 200 მ - 2.15.0 წთ, 400 მ - 4.42.0 წთ, 800 მ - 10.04.2 წთ, 1500 მ - 18.52.9 წთ;&ნბსპ; გულაღმა 100 მ -1.09.8 წთ, 200 მ - 2.32.7 წთ, 400 მ - 5.37.4 წთ. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

 წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  216 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" სოხუმი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1954 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ტურინი, იტალია
  • 1954 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1954 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1953 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიშინიოვი
  • 1953 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიშინიოვი
  • 1952 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი
  • 1951 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი

გააზიარე: