The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ტარიელ ლუკაშვილი

ტარიელ ლუკაშვილი
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ალპინისტი, მეკლდეური. სსრკ ორგზის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1976, ჯიგიტი ჩრდილოეთი კედლის სამკუთხედით) და სასიმაღლო-ტექნიკურ კლასში (1979, ტაჯიკეთის უნივერსიტეტის პიკი), სამგზის მეორე (1977, 81, 82) და მესამე (1973) პრიზიორი კლდოვან, სასიმაღლო და ტექნიკურ კლასებში. შესრულებული აქვს ურთულესი ასვლები კავკასიონზე და პამირის მთიანეთში, ხელმძღვანელობდა სამთო-საგამოძიებო და სამაშველო ოპერაციებს.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 282 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "განთიადი" თბილისი

გააზიარე: