The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



შოთა მირიანაშვილი

შოთა მირიანაშვილი
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა

ბიოგრაფია

დაიბადა ახალსოფელში (ყვარელი). ალპინისტი. სსრკ ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1976, სუღრანის დიდი ნალი), სამგზის მეორე (1960, 75, 77) და სამგზის მესამე (1965, 69, 73) პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. არის პირველი ქართული ექსპედიციების მონაწილე, რომელმაც დალაშქრა ალპების მწვერვალები (მონბლანი, მონტეროზა) და განახორციელა ტრიენის ალპების პიკთა ტრავერსი (1964). კავკასიონის, პამირისა და ტიან - შანის მთებში თანაგუნდელებთან ერთად ურთულესი გზებით განახორციელა მრავალი პირველასვლა, მათ შორის შხარას მასივზე.ხელმძღვანელობდა 130-ზე მეტ მასობრივ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. თსუ-ის გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის პრეზიდენტი (1956-იდან),  საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი (2000-იდან)

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 282 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი

გააზიარე: