The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძე

ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძე
Date of birth:20 February, 1899
Date of death:12 October, 1945  (at 46 years)
Category:Mountaineering, Potholing

Biography

დაბადების ადგილი -  ხრეითი, ჭიათურა. ქართული ალპინისტური სკოლის ერთ-ერთი შემქმნელი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრო-მექანიკის ფაკულტეტი.პამირისა და კავკასიონის მწვერვალებზე შესრულებული აქვს 100-ზე მეტი სპორტული ასვლა, რომელთაგან საეტაპო იყო ასვლები თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), უსახელო მწვერვალზე პამირში (1936), პირველი ზამთრის ასვლა უშბაზე (1943), ცენტრალური კავკასიონის მცირე (1938) და დიდი ტრავერსი (1940). საქართველოს ალპური კლუბის დამაარსებელი (1936), ამიერკავკასიაში ალპინისტური მოძრაობის ორგანიზატორი. საქართველოს სამთო-სამაშველო სამსახურის უფროსი, საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ალპური კლუბის თავმჯდომარე (1936-1940; 1943-1945). მინიჭებული ჰქონდა ”პამირის გმირის” წოდება. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, მთამსვლელობაზე დაწერილი ხუთი წიგნის ავტორი. მისი სახელი მიენიჭა საქართველოს ალპურ კლუბს (1945), მწვერვალებს პამირსა და კავკასიონზე. დაიღუპა 1945 წელს მწვერვალ უშბაზე.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 279 გვ.

Member of Organizations

  • "ნაუკა" თბილისი (1937-)

Share: