The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი ნასყიდაშვილი

გიორგი ნასყიდაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:ნიჩბოსნობა კანოეთი

ბიოგრაფია

საქართველოში პირველი სლალომისტები 1970-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ. მათ მალე აუღეს ალღო სპორტის ახალ სახეობას და 4 საკავშირო ჩემპიონატში 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. 1971 წელს პირველ გამარჯვებულთა შორის იყვნენ მცხეთელები _ გიორგი ნასყიდაშვილი (ბაიდარა) და სულხან პერშოვი (კანოე). 1973-74 წლებში ნასყიდაშვილიმა კიდევ ორი ჩემპიონატი მოიგო, ერთხელ კი სსრკ თასის გათამაშებაშიც გაიმარჯვა. 1972 წელს ნასყიდაშვილი მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა და 37 მეტოქეს შორის 31-ე ადგილზე გავიდა.

სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1963 წლიდან.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ლოკომოტივი" მცხეთა (-1963)

გააზიარე: