დაიბადა თბილისში. მძლეოსანი (სიმაღლეზე მხტომელი). საუკეთესო შედეგი _ 217 სმ. XVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1960, რომი) _ 216 სმ, XVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო, IV-V ადგილი). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964) და სამგზის მეორე პრიზიორი (1959, 60, 62), სოციალისტური ქვეყნების თამაშებში შვიდგზის გამარჯვებული (1957, 58, 59, 60, 61, 62, 63), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958, 59, 60, 61, 62), “გიგანტთა მატჩში” (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1981-93), სეოკის აღმასკომის წევრი, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკის ორდენების კავალერი.