ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ალექსანდრე ჯორჯაძე
დაბადების თარიღი: | 15 ოქტომბერი, 1913 |
გარდაცვ. თარიღი: | 26 ოქტომბერი, 1989 (76 წლის ასაკში) |
კატეგორია: | სპორტული ტანვარჯიში |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. ტანმოვარჯიშე, მწვრთნელი. მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატში ორგზის გამარჯვებული (1937 _ გუნდური პირველობა, ღერძზე ვარჯიში), სსრკ სამგზის ჩემპიონი ღერზძე ვარჯიშში (1939, 43, 49). საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის დირექტორი (1942-43), ამავე ინსტიტუტის კათედრის გამგე (1966-73). იყო ავღანეთის ეროვნული ნაკრების კოსულტანტი და მთავარი მწვრთნელი (1973-77), იქვე დააარსა ფიზკულტურის ინსტიტუტი (1974). 30 სამეცნიერო-მეთოდური შრომის ავტორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 170 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|