The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვახტანგ სალუქვაძე

ვახტანგ სალუქვაძე
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1931  (93 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, სასროლო სპორტი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ტყვიის მსროლელი, მწვრთნელი. სსრკ ჩემპიონი პირად პირველობაში (1967) და ხუთგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1962, 66, 68, 70, 72), სსრკ ხალხთა IV სპარტაკიადის ჩემპიონი პირად ასპარეზობაში, II და IV სპარტაკიადების მესამე პრიზიორი გუნდურში (1959, 67). ოლიმპიური ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის მამა და მწვრთნელი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  330 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "განთიადი" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მინსკი (მშ - 4. გუნდური)
  • 1972 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მინსკი (მპ - 6. გუნდური. 555 ქულა.)
  • 1970 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ოდესა (ნპ-2. გუნდური. 1487 ქულა.)
  • 1968 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი (მპ-6. გუნდური. 2212 ქულა.)
  • 1968 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი (აშ - 6. 560 ქულა.)
  • 1967 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (მცირეკალიბრიანი პისტოლეტი -6. 561 ქულა*)
  • 1967 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (მპ-6. გუნდური. 2209 ქულა.)
  • 1966 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი (მპ - 6 (გუნდური) - 2257 ქულა **)

გააზიარე: