The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გივი კახაბრიშვილი

დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა, სამბო, ქართული ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა გარდაბნის რაიონში, სოფელი მარტყოფი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი 1963 წელს; 1978 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1965-1970წწ. იყო არმიის სპორტული კლუბის სპორტსმენი, სსრკ ნაკრების წევრი ძიუდოში; 1970-1986წწ. არმიის სპორტული კლუბის მწვრთნელი; 1971-1982წწ. საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი სამბოში; 1986-1993წწ. ვარკეთილის სპორტსკოლის დირექტორი; 1993 წლიდან თბილისის სპორტის სამმართველოს უფროსი მწვრთნელი ძიუდოში; 1991 წლიდან საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სამბოში.

 სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1961 წლიდან. (სამბო)

 სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1963 წლიდან.(თავისუფალი ჭიდაობა)

საქართველოს აბსოლუტური ფალავანი 1969 წელი (მარტყოფი)

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1961-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მინსკი
  • 1966 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1964 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

გააზიარე: