The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



შალვა ნოზაძე

შალვა ნოზაძე
დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:1979  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა, მწვრთნელი, სამბო

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ვარდისუბანში (ლაგოდეხი). თავისუფალი სტილის მოჭიდავე. სსრკ ჩემპიონი (1949), მეორე (1948) და მესამე (1952) პრიზიორი. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ავარჯიშებდა გიორგი სხირტლაძეს, გურამ საღარაძეს და სხვა ცნობილ მოჭიდავეებს.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  327გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "სპარტაკი" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1952 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ბაქო
    თავისუფალი ჭიდაობა
  • 1951 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ტალინი
    სამბო
  • 1950 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ტულა
    თავისუფალი ჭიდაობა
  • 1949 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ბაქო
    თავისუფალი ჭიდაობა
  • 1948 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
    სამბო, ძიუდო
  • 1947 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
    სამბო
  • 1940 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (მჩატე წონითი კატეგორია)
    სამბო

გააზიარე: