The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი ნემსაძე

გიორგი ნემსაძე
დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1984  (39 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

   აქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი. სარგბო კარიერა დაიწყო 2000 წელს ქუთაისის „აიაში“, მისი პირველი მწვრთნელი იყო დიმიტრი ფულარია.

    თავისი მშობლიური საქართველოდან საფრანგეთში 22 წლის ასაკში გადაბარგდა და კარიერის დიდი ნაწილი ფედერალ 1 დივიზიონის კლუბებში, "დომონში", "მასიში", "მონტობანში" და "ვალანსში" გაატარა. მეორე დივიზიონის "ტარბში" ის 2012 წელს ჩაირიცხა, სადაც ბოლო ოთხი სეზონი გაატარა და 86 მატჩში შვიდი ლელო გაიტანა. 

   საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე წლევანდელი სეზონის დაწყების წინ ინგლისის პრემიერშიპში დაბრუნებულ "ბრისტოლში" ჩაირიცხა. ინგლისში ცოტა ხნის წინათ ჩავიდა და ორი მატჩი ბრისტოლელთა სათადარიგო გუნდში, "ბრისტოლ იუნაიტედში" ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ნემსაძის გუნდმა ორივე შეხვედრა მოიგო და ორივეში ქართველმა მორაგბემ თითო ლელო მიითვალა. 
  ნემსაძემ ეროვნულ ნაკრებში 62 კეპი მოიხვეჭა. აქედან 40-ში ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველად მან ეროვნული ნაკრების მაისური 2005 წელს, 21 წლის ასაკში ჩილეს ნაკრებთან მატჩში მოირგო. მართალია, მან 2007 წლის მსოფლიოს თასი გამოტოვა, მაგრამ 2011 და 2015 წლებში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე იყო. 2008 წლიდან მოყოლებული, ეროვნულ გუნდში 12 ლელო გაიტანა, მათ შორის ირლანდიის ნაკრებთან მატჩში 2014 წელს, რომელიც დუბლინში გაიმართა. ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებული მატჩიდან სამში იასპარეზა.

   2015-16 წლებში საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა. მან "ტარბის" შემადგენლობაში 18 მატჩში ითამაშა, ორი ლელო გაიტანა, ორჯერ გაუშვეს სინბინში და ერთხელ წითელი ბარათი უჩვენეს. სეზონი საქართველოს ნაკრებთან ერთად ოკეანეთში ტურნეთი დაასრულა, სადაც ქართველებმა ტონგას და ფიჯის მოუგეს, სამოას კი დაუზავდნენ. 

   

 პირადი მონაცემები:

დაბადების თარიღი1984, 26 სექტემბერი.
დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი.
სიმაღლე: 196 სმ

წონა: 120 კგ.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • „ტარბი“ (2012-)
  • "მეისი" (2009-2010)
  • „დომონტი“ (2007-2009)
  • „მონტაუბანი“ (2010-2011)

გააზიარე: