დაიბადა სოფელ კიროვში (ტყიბული). მშვილდოსანი. მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980) და მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1972, IV ადგილი), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 81), ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1972) და ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 78), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 79) და ხუთგზის მესამე პრიზიორი (1971, 72, 74, 75, 81), სსრკ თასის მფლობელი (1972, 78), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1979), მილანის (1975, 80), ლოძის (1976), კიოლნისა (1978) და ლვოვის (1981) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1980), საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (2002-05). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 148 გვ.