The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ანდრო ნავასარდოვი

ანდრო ნავასარდოვი
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:8 აპრილი, 1999  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:კრივი, მსაჯი, მწვრთნელი

ბიოგრაფია

  დაიბადა თბილისში. მოკრივე. მძიმე წონაში სსრკ ჩემპიონი პირად (1944) და გუნდურ პირველობებში (1945), სსრკ ჩემპიონატების ხუთგზის მეორე (1937-39, 46, 47) და სამგზის მესამე პრიზიორი (1940, 48, 49) პირად ასპარეზობაში, საქართველოს 16-გზის ჩემპიონი (1935-51). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. წლების განმავლობაში იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  138 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1948 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლენინგრადი
  • 1947 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1946 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1944 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (მძიმე)
  • 1939 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1938 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1937 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

გააზიარე: