შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
ილია ჩხარტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ მაღალ ჯუმათში (ოზურგეთი). ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა, მწვრთნელი, მსაჯი. იყო სსრკ ბერძნულ-რომაული (1966) და თავისუფალი (1967-73) სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელი, საქართველოს თავისუფალი (1967-73) და ბერძნულ-რომაული (1973-75) სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების უფროსი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სსრკ თასი მოიპოვა (1973). მისი აღზრდილები არიან: ნოდარ ხოხაშვილი, ანდრო ცხოვრებოვი, როინ დობორჯგინიძე (თავისუფალი ჭიდაობა), რომან რურუა და თემო ყაზარაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. იმსაჯა 1972 წლის მიუნხენისა და 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებში, აგრეთვე მსოფლიოსა და ევროპის მრავალ ჩემპიონატში. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 329 გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |