შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
დავით გვანცელაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. ბათუმში. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (70 კგ. წონითი კატეგორია). 1953 წელს ჭაბუკთა შორის ჯერ ბათუმის, შემდეგ აჭარის პირველობა მოიგო, ამავე წელს საქართველოს ჩემპიონატზე დაიკავა III ადგილი და რესპუბლიკის ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრებში მოხვდა. 1954 - სსრკ ჩემპიონი (ჭაბუკები) (70 კგ; სტალინგრადი;) ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკური ფალავანის ტიტული; 1960 - სსრკ ჩემპიონი (70კგ; თბილისი); 1962- სსრკ ჩემპიონი (70კგ; ტალინი); 1962 - საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (70კგ; ივან პოდდუბნის მემორიალი); 1963 - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (70კგ; ჰელსინგბორგი, შვედეთი); 1963 - სსრკ ხალხთა III სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (70კგ; მოსკოვი);1963 - საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (70კგ; ივან პოდდუბნის მემორიალი) 1963 - სსრკ ვიცე-ჩემპიონი (70კგ; მოსკოვი); 1964 - სსრკ ჩემპიონი (70კგ; ლენინგრადი); 1964 - საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (70კგ; ივან პოდდუბნის მემორიალი); 1964 - ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი (70კგ; ტოკიო). დავით გვანცელაძის შედეგები ტოკიოს ოლიმპიადაზე: I წრე: ფრანც შმიტი (გფრ) - მოგება; II წრე: ქაზიმ აივაზი (თურქეთი) - წაგება; III წრე: სტევან ხორვატი (იუგოსლავია) - მოგება; IV წრე: თავისუფალი; V წრე: ეერო ტაპიო (ფინეთი) - მოგება; ფინალური წრე: ტოკუაკი ფუჯიტა (იაპონია) - მოგება; ფინალური წრე: ვალერიუ ბულარკე (რუმინეთი) - წაგება. 1965 - სსრკ ჩემპიონი (70კგ; კაუნასი); 1966 - სსრკ ჩემპიონი (70კგ; სვერდლოვსკი). 1971 წელს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |