The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



რამაზ სვანიძე

რამაზ სვანიძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მწვრთნელი, რაგბი

ბიოგრაფია

   სსრკ სპორტის ოსტატი, ქართული რაგბის პიონერი, რესპუბლიკის დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი.

  ის სამართლიანად ითვლება ქუთაისის რაგბის მამამთავრად. რამაზი უნივერსალური მორაგბე გახლდათ, რაგბის ყველა რგოლში უთამაშია - ნახევარდაცვაშიც, თავდასმაშიც და გარემარბადაც. არანაკლები წარმატებები ჰქონდა სამწვრთნელო ასპარეზზეც. მან ძალზე ბევრი სპორტსმენი აღზარდა და დააფრთიანა. ამავე დროს იგი იყო ქუთაისის "ლოკომოტივისა" და "განთიადის" მთავარი მწვრთნელი და ჰქონდა წარმატებები რესპუბლიკურ პირველობაზე. 80-იანი წლების ბოლოს ის ბათუმში მიიწვიეს "დათვების" უფროს მწვრთნელად. არც მეტი, არც ნაკლები - "დათვები" საქართველოს ჩემპიონები გახდნენ და უკან მოიტოვეს თბილისის გუნდები. ბატონი რამაზი დღეს ისევ ქუთაისში მოღვაწეობს. სპორტულ ჯილდოებს მან დაუმატა ქვეყნის სამთავრობო ჯილდო - ღირსების ორდენი.


გააზიარე: