The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



იუზა ნაცვლიშვილი

იუზა ნაცვლიშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

    სპორტის ოსტატი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ცნობილი დიზაინერი, ღირსების ორდენის კავალერი.

   ქუთაისური რაგბის ერთ - ერთმა ფუძემდებელმა, რაგბის თამაში თავისიევე ქალაქში - ქუთაისში დაიწყო 1966 წელს. იგი ქუთაისის პირველი გუნდის შექმნა - ჩამოყალიბებაში აქტიურად მონაწილეობდა და 80-იან წლებში ქუთაისელთა ტრიუმფი მისი დაწყებული საქმის რეალიზებაა. იგი გუნდში გამთამაშებლის (9 და 10) ფუნქციებს ასრულება. 1969 წლიდან  საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის მორაგბეთა გუნდშია. სულ მალე კი თბილისის "დინამოში" იწვევენ. ამ გუნდთანაა მისი შემდგომი სპორტული მოღვაწეობა დაკავშირებული. "დინამო" წარმატებით გამოდიოდა , როგორც საკავშირო, ისე რესპუბლიკურ სარბიელზე. მრავალ საერთაშორისო მატჩშიც მიუღია მონაწილეობა. ის ამავე დროს სამწვრთნელო საქმიტაც იყო დაკავებული - იყო სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის გუნდისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის უფროსი მწვრთნელი. რაგბის თამაში კი ისევ თავის მშობლიურ ქალაქში დაასრულა 1977 წელს. იმ წელს ქუთაისელებმა უმაღლეს ლიგაში. ამჟამად იგი საქ. მორაგბეთა კავშირის წევრია და ვეტერანთა მატჩებშიც აქტიურად მონაწიელობს. მისი შექმნილია ვეტერან მორაგბეთა ლოგო და ხსირად ქმნის სათამაშო ფორმების ესკიზებსაც.  იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.


გააზიარე: