The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნუგზარ ენდელაძე

ნუგზარ ენდელაძე
დაბადების თარიღი:29 ნოემბერი, 1944  (79 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

   სსრკ-ს სპორტის ოსტატი, სპორტის დამსახურებული მოღვაწე.

   რაგბის თამაშობდა საქ. მორაგბეთა ფლაგმან "დინამოში". იყო საბჭოთა კავშირის პრიზიორი, საქ. ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. საქ. ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული. ის აგრეთვე გახლდათ ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე. მუშაობდა მრავალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და საქართველოსთვის მრავალ ღირსეულ საქმეს აკეთებდა. ბოლოს საქ. სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეც იყო, მისი ამ პოსტზე ყოფნისას დაფუძნდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის დროს ნუგზარის დიდი ძალისხმევით საქ. ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო პირველობაზე დამოუკიდებლად იასპარეზა და ქართული დროშით გამოვიდა, ხოლო გამარჯვებულთა პატივსაცემად ჩვენი ეროვნული ჰიმნიც აჟღერდა. მისი სპორტკომიტეტის თავმჯდომარეობის დროს სსრკ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადა თბილისის "ლოკომოტივის" მორაგბეთა გუნდმა. ეს კი უპრეცედენტო შემთხვევა იყო. სიცოცხლის ბოლოს ხელმძღვანელობდა საქართველოს რაგბის კავშირს, სამწუხაროდ ბატონი ნუგზარი ნაადრევად გარდაიცვალა.


გააზიარე: