The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



დიმიტრი ცინცაძე

დიმიტრი ცინცაძე
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

    სპორტის ოსტატი, ქართული რაგბის პიონერი, ღირსების ორდენის კავალერი.

   დაიბადა საქართველოს ულამაზეს კუთხეში - გურიაში, კერძოდ ჩოხატაურში. მამამისი, ბატონი დიმიტრი ცინცაძე ცნობილი ლელო - ბურთელი გახლდათ და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო. ბუნებრივია, დიმაც ლელოს ეზიარა. შემდეგ თბილისში სწავლის დაწყებისას განაგრძო რაგბის თამაში უნივერსიტეტის გუნდში. ლელო აშკარად გამოადგა. ის თამაშობდა შერკინების პირველ ხაზში ცენტრალურ თავდამსხმელად. 1968 წელს უნივერსიტეტის გუნდში ის გახდა რესპუბლიკის თასის გათამაშების გამარჯვებული. (თსუ 50 წლისთავის სახელობის თასი) 1969 წელს ის სათამაშოდ მიიწვიეს საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის მორაგბეთა ნაკრებში. ეს გუნდი "დინამოს" ბაზას წარმოადგენდა, მაგრამ მან თამაშის გაგრძელება "სპარტაკში" არჩია. 1970 წლიდან ის ამ გუნდის ცენტრალური თავდამსხმელია. აქ მან მოიპოვა მრავალი ჯილდო. იყო "სპარტაკის" ცს-ს პირველობების მრავაგზის პრიზიორი, სომხეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული 1970 წელს. ამიერკავკასიის რესპუბლიკების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი 1971 - 1972 წლებში. "გაზაფხულის" თასის მფლობელი 1971 წელს. 

  ის აქტიურ სპორტს ჩამოცილდა,  მაგრამ მწვრთნელობა შეუთავსა თავის ძირითად საქმიანობას. იგი ჩოხატაურის ახალგაზრდული ნაკრების "ლელოს" მთავარი მწვრთნელი იყო და საკავშირო პირველობაზე მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა. მისი დამსახურებაა ჩოხატაურის "ლელოს" ჩამოყალიბება. გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში ბრინჯაო მოიპოვა. 

  დიმა ცინცაძემ საქართველოს მთლიანობისა და ერთიანობის დასაცავად ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.


გააზიარე: