დაიბადა ქუთაისში. ფეხბურთელი (თავდამსხმელი). თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში" (1965-66), თბილისის "დინამოში" (1967-75), მოსკოვის "ლოკომოტივში" (1976-78). სსრკ ნაკრებში ითამაშა 22 მატჩი (5 გოლი). ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1972), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1970), ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1972), ევროპის იუნიორთა ტურნირში გამარჯვებული (1966). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 314 მატჩი (93 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967, 69, 71, 72), სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1970), სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1970). გრიგორი ფედოტოვის სახელობის `ასიანთა კლუბის~ წევრი (113 გოლი). მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამო" ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (1993,94) და ასევე ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი (1993-94). 1984 წლიდან წვრთნიდა საკლუბო გუნდებს. ღირსების ორდენის კავალერი.