ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ანდრო ჟორდანია
დაბადების თარიღი: | 22 ოქტომბერი, 1904 |
გარდაცვ. თარიღი: | 25 აპრილი, 1974 (69 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მწვრთნელი, ფეხბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა ლანჩხუთში. ფეხბურთელი (ნახევარმცველი). მწვრთნელი. თამაშობდა თბილისის თსუ-სა (1922-24) და “დინამოში” (1925-28, 1930-31), დნეპროპეტროვსკის “დინამოში” (1929), ივანოვოს “დინამოში” (1932-35), “სპარტაკსა” (1936-37) და “ოსნოვაში” (1938-40). იყო ივანოვოს “სპარტაკის” (1936-37), “ოსნოვას” (1938-41), “კრასნოე ზნამიას” (1952-54), თბილისის “დინამოს” (1945, 1946-47, 1955, 1959-61), თბილისის “სპარტაკის” (1948-51), ქუთაისის “ლოკომოტივის” (1957-58), თბილისის “ლოკომოტივის” (1962), ქუთაისის “ტორპედოსა” (1964-65) და ტყიბულის “მეშახტის” (1966-67) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის “დინამო” სამჯერ გახდა სსრკ ჩემპიონატების მესამე პრიზიორი, ორჯერ კი თასის გათამაშების ფინალში გავიდა. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 325 გვ.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1959 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
- 1947 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
- 1946 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
|