ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
შოთა შავგულიძე
დაბადების თარიღი: | 10 მარტი, 1912 |
გარდაცვ. თარიღი: | 22 იანვარი, 1963 (50 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ფეხბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა გალში. ფეხბურთელი (მცველი). თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1931-40). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 85 მატჩი. სსრკ ჩემპიონატების მეორე (1939, 40) და მესამე (1936 შემოდგომა) პრიზიორი. სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1936, 37). იყო თბილისის “დინამოს” გუნდის უფროსი (1961-62) და თბილისის “დინამოს” სტადიონის დირექტორი (1947-61, 1962). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 187 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "დინამო" თბილისი (1936-1940)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1940 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
- 1939 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
- 1936 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
|