დაიბადა ოჩამჩირეში. ფეხბურთელი (ნახევარმცველი). თამაშობდა ოჩამჩირის ”ამირანში” (1973-74), თბილისის ”დინამოში” (1975-82). სსრკ ნაკრებში ითამაშა 22 მატჩი (3 გოლი), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებსა (1980) და იუნიორებს (1976) შორის, სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 192 შეხვედრა (26 გოლი), სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და მესამე (1976 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. გაიტანა გამარჯვების გოლი 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში. დაიღუპა ავტოკატასტროფაში სოფელ უბისთან ახლოს (ზესტაფონი).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 196 გვ.