ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
დამერლანდ (დავით) დავითაია
დაბადების თარიღი: | 11 აგვისტო, 1938 (86 წლის) |
კატეგორია: | თავისუფალი ჭიდაობა, მწვრთნელი |
ბიოგრაფია
დაიბადა ძველ სენაკში. ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე, მწვრთნელი. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, იტალიის, რუმინეთის, თბილისის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. იყო საქართველოს ნაკრების (1976-86), ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდების (1986-92) მთავარი მწვრთნელი, სსრკ ნაკრების მწვრთნელი საქართველოდან (1976-86). სიდნეის ოლიმპიური თამაშების წინა პერიოდში ავარჯიშებდა აშშ-ის ნაკრებს (2000). მისი აღზრდილები არიან: იოსებ ბერიშვილი, თენგიზ თედორაძე, ნიკოლოზ ბაბიაშვილი, ბადრი ხასაია, პაატა ბიწაძე, გიორგი ჯობავა. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 331 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|