The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



შოთა ლომიძე

შოთა ლომიძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1936
გარდაცვ. თარიღი:23 ოქტომბერი, 1993  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ საყულიაში  (წყალტუბო). თავისუფალი სტილის მოჭიდავე (97, 100 კგ). საშუალო და ქვემძიმე წონითი კატეგორია.მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1969, 71) და მეორე პრიზიორი (1967), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1966, 69) და ორგზის მეორე პრიზიორი (1965, 67), მეხიკოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1968), ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (1964, IX ადგილი).  სსრკ ხალხთა IV და V სპარტაკიადების ჩემპიონი პირად და გუნდურ შეჯიბრებებში (1967, 71), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1964, 65, 66), მეორე (1968) და ორგზის მესამე პრიზიორი (1962, 69). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  106 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1960-1971)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. სოფია
  • 1969 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. სოფია
  • 1969 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. მარ-დელ-პლატა
  • 1968 - მეორე ადგილი, ოლიმპიური თამაშები. მეხიკო
  • 1967 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1967 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. დელი
  • 1967 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. სტამბული
  • 1966 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. კარლსრუე
  • 1966 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ნოვოსიბირსკი
  • 1965 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ბაქო
  • 1962 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. რიგა

გააზიარე: