ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ზარბეგ ბერიაშვილი
დაბადების თარიღი: | 10 სექტემბერი, 1939 (85 წლის) |
კატეგორია: | თავისუფალი ჭიდაობა |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე. მსუბუქი წონითი კატეგორია. მსოფლიოს ცემპიონი (1969) და სამგზის მეორე პრიზიორი (1963, 65, 67). XVIII და XIX ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო _ VI ადგილი და 1968, მეხიკო _ V), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1962, 64-66, 69), სსრკ ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი (1963) და IV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1967). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ფილასა და ღირსების ორდენების კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 104 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "ბურევესტნიკი" თბილისი (1962-1965)
- "სპარტაკი" თბილისი (1966-1970)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1970 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ბერლინი
- 1969 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. მარ-დელ-პლატა
- 1967 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. სტამბული
- 1967 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. დელი
- 1967 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
- 1966 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. კარლსრუე
- 1966 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ნოვოსიბირსკი
- 1965 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. მანჩესტერი
- 1965 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
- 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ბაქო
- 1963 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
- 1963 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. სოფია
- 1962 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. რიგა
|