The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ავთანდილ გიორგაძე

ავთანდილ გიორგაძე
დაბადების თარიღი:1952
გარდაცვ. თარიღი:1993  (41 წლის ასაკში)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

დაიბადა 1952 წელს ჩოხატაურის რაიონში. 1976-1982 წლებში იყო სსრკ ნაკრების წევრი და გუნდის კაპიტანი. იგი სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში „სოცინდუსტრიის“ საერთაშორისო ტურნირის თასის ორგზის მფლობელია. სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1978 წლიდან.

სპორტული კარიერის დასასრულს, გარდაცვალებამდე, იგი იყო ჩოხატაურის „ჯანის“ მწვრთნელი. „ჯანი“ მისი მწვრთნელობის პერიოდში მე-3 ადგილისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ავთანდილ გიორგაძე 4-ჯერ დაასახელეს საუკეთესო საბჭოთა მორაგბედ.

სპორტული მიღწევები

„სპარტაკი“ — ამიერკავკასიის მორაგბეთა ტურნირის გამარჯვებული; საქართველოს პირველობის პრიზიორი; სომხეთის ღია პირველობის ჩემპიონი; საზოგადოება "სპარტაკის" საკავშირო პირველობების პრიზიორი;

„ლოკომოტივი“ — 1972, 1978 1981 წლებში. საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელი; 1978 წ. სსრკ-ის თასის მფლობელი; 1972-1977 წლებში საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლების მფლობელი.

„აია“ — 1978, 1988, 1989 წლებში საკავშირო ჩემპიონატის ოქროს მედლების მფლობელი; 1984 წელი სსრკ-ის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი; 1985 წელი სსრკ-ის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი; 1987, 1990 წლებში სსრკ-ის თასის მფლობელი; 1990-1991 წლებში საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლების მფლობელი.

ლიტერატურა

  • ქართული რაგბის სათავეებთან, თბ., 2000
  • ქართული რაგბის ვარსკლავები - ავთანდილ გიორგაძე, 1999

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ლოკომოტივი" თბილისი (1978-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - სსრ კავშირის თასი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი

გააზიარე: