ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ვლადიმერ სამსონაძე
დაბადების თარიღი: | 13 მარტი, 1913 |
გარდაცვ. თარიღი: | 16 მარტი, 2000 (87 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მძლეოსნობა |
ბიოგრაფია
ცნობილი პედაგოგი და სპორტის მოღვაწე. წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის ფიზკულტურის ინსტიტუტი (1949), მუშაობდა თსუ-ის მძლეოსნობის მასწავლებლად, საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის მძლეოსნობის კათედრის გამგედ. იყო საქართველოს ფიზკულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1953-62), ფიზკულტურის კვლევითი ინსტიტუტის რექტორი (1962-64), ფიზკულტურის ინსტიტუტის რექტორი (1964-72). 1969 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო ხარისხი, 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას. საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი. საკავშირო კატეგორიის მსაჯი მძლეოსნობაში, რამდენიმე მონოგრაფიისა და სამეცნიერო შრომის ავტორი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 322 გვ.
|