ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
დავით (დათა) ჯავრიშვილი
დაბადების თარიღი: | 17 იანვარი, 1894 |
გარდაცვ. თარიღი: | 21 ნოემბერი, 1971 (77 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი: | დიდუბის პანთეონი, თბილისი |
კატეგორია: | ტანვარჯიში |
ბიოგრაფია
დაიბადა სოფელ ერთაწმინდაში (გორის მაზრა). ტანმოვარჯიშე, ქორეოგრაფი, სპორტის მოღვაწე. ტანვარჯიშული საზოგადოება "ამირანისა" და "შევარდენის" აქტიური წევრი. თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებაში. მასწავლებლად მუშაობდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, შემდგომში საქმიანობა გააგრძელა ფიზიკური კულტურის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 321 გვ.
|