The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ლეილა მესხი

ლეილა მესხი
Date of birth:5 January, 1968  (56 years)
Category:Tennis

Biography

დაიბადა თბილისში. ჩოგბურთელი. პირველი პროფესიონალი ჩოგბურთელი საქართველოში. 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი წყვილთა თანრიგში (ნატალია ზვერევასთან ერთად). სსრკ ჩემპიონი (1989). 1990-91 წლებში შედიოდა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა ოცეულში, საუკეთესო ადგილი მსოფლიო რეიტინგში _ მე-12 (1991 წლის აგვისტო). მონაწილეობა მიიღო "გრანდ სლემის" 23 ტურნირში (56 შეხვედრიდან 33 მოიგო). ითამაშა "დევისის თასის" 9 მატჩში (5 - სსრკ ნაკრებში, 4 - საქართველოს ნაკრებში). მოგებული აქვს ჭთA ტურის 5 ტურნირი: ნეშვილის (აშშ) - 1989; ოკლენდის (ახალი ზელანდია) და მოსკოვის (სსრკ) - 1990; ველინგტონის (ახალი ზელანდია) - 1991; ჰობარტის (ავსტრალია) - 1995. სულ ჭთA ტურნირებში გამართული 357 შეხვედრიდან 223 მოიგო. 1995 წელს თბილისში დაარსდა მისი სახელობის ჩოგბურთის აკადემია. 1998 წლიდან საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ღირსების ორდენის კავალერი.

 წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  212 გვ.


Share: