დაიბადა მოსკოვში. სპორტული ტანმოვარჯიშე. 1954 წლამდე გამოდიოდა რუსეთის სახელით. XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, მეორე და მესამე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშსა და ბჯენით ხტომებში (1952, ჰელსინკი), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში და მეორე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშში (1954), სსრკ ჩემპიონი დვირზე ვარჯიშში (1953), საერთაშორისო ტურნირებში მრავალგზის გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 171 გვ.