The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



გიორგი ნიკოლაძე

გიორგი ნიკოლაძე
Date of birth:29 July, 1888
Date of death:5 February, 1931  (at 42 years)
Category:Sports gymnastics

Biography

დაიბადა დიდ ჯიხაიშში. ცნობილი ტანმოვარჯიშე და სპორტის მოღვაწე, პუბლიცისტისა და კრიტიკოსის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მეთაურის ნიკო ნიკოლაძის (1843-1928) შვილი. ტანვარჯიშში მეცადინეობა დაიწყო თბილისის პირველ გიმნაზიაში ჩეხი პედაგოგის ანტონ ლუკეშის ხელმძღვანელობით. პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში გამოდიოდა ადგილობრივი ტანვარჯიშული საზოგადოების, `სოკოლის~ სახელით. 1912 წელს პრაღაში გამართულ "სოკოლის" მსოფლიო შეკრებაზე ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრებაში 2000 მონაწილეს შორის დაიკავა XV ადგილი, მძლეოსნურ მრავალჭიდში _ XIX ადგილი (მთელ მსოფლიოში გავრცელდა საფოსტო ბარათი, რომელზეც გიორგი ნიკოლაძე აღბეჭდილია პრაღაში ბადროს ტყორცნისას). 1918 წელს დაბრუნდა სამშობლოში. მისი თაოსნობით იმავე წელს თბილისში დაარსდა ტანვარჯიშის საზოგადოება "შევარდენი", 1921 წელს კი - საქართველოს შევარდენთა კავშირი, რომლის პირველი და უკანასკნელი თავმჯდომარეც თვითონ იყო. ხელმძღვანელობდა პირველ ქართულ ალპინისტურ ასვლას მყინვარწვერზე (1923), დააარსა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელობა-მგზავროსნობის განყოფილება (1924). მისი ინიციატივით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ტანვარჯიშში, აქტიურად მონაწილეობდა ქართული სპორტული ტერმინოლოგიის შექმნაში, შეადგინა და გამოსცა "ტანვარჯიშის სახელსახება". მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა მეტალურგიასა და მათემატიკაში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა საფრანგეთში, სორბონში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  169 გვ, 320 გვ.


Share: