დაიბადა თბილისში. სინქრონული მოცურავე. ევროპის ჩემპიონი (1989) და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (1987), სსრკ მრავალგზის ჩემპიონი ერთეულთა თანრიგში, დუეტებსა და ჯგუფურ ვარჯიშში. XXIV ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1988, სეული _ VII ადგილი ერთეულებში). 1990 წლებიდან ცხოვრობს საბერძნეთში.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 167 გვ.