დაიბადა თბილისში. მხატვრული ტანმოვარჯიშე. მსოფლიოს ჩემპიონი ბურთით ვარჯიშში და მესამე პრიზიორი მრავალჭიდში (1979), სსრკ ჩემპიონი ლენტით და ბურთით ვარჯიშში (1979), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი ბურთით ვარჯიშში და მესამე პრიზიორი მრავალჭიდში (1979). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. 1993 წლიდან წვრთნიდა მალაიზიის ნაკრებს. 2000 - 2008 წლებში მუშაობდა აშშ-ში, ორეგონის შტატის ტანვარჯიშის აკადემიაში მწვრთნელად. გარდაიცვალა აშშ-ში.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 157 გვ.