The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ლერი ხაბელოვი

ლერი ხაბელოვი
Date of birth:5 July, 1964  (60 years)
Category:Freestyle wrestling

Biography

დაიბადა თბილისში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე (100 კგ). 1993-96 წლებში გამოდიოდა რუსეთის სახელით. XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა), XXIV ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1988, სეული), XXVI ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა – ტრავმის გამო მესამე წრიდან გამოეთიშა შეჯიბრებას. საბოლოოდ – XIV ადგილი). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1985, 87, 90, 91, 93) და მესამე პრიზიორი (1995), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1985, 87, 88, 92), მსოფლიოს თასის მფლობელი (1991), მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებსა (1982) და ახალგაზრდებს (1983) შორის, სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 87, 88) და მეორე პრიზიორი (1990), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986). თბილისის საერთაშორისო ტურნირში ექვსგზის გამარჯვებული (1985-90), გერმანიის, ბულგარეთისა და პოლონეთის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1987). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (2000-04) და პირველი ვიცე-პრეზიდენტი (2004-იდან), საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1998-04). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების და ფილას ორდენების კავალერი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (2012 წლიდან).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  111 გვ.



Share: