The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ზურაბ ჩაჩავა

ზურაბ ჩაჩავა
დაბადების თარიღი:26 თებერვალი, 1929  (95 წლის)
კატეგორია:მსაჯი, მწვრთნელი, წყალბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ბათუმში. წყალბურთელი, მსაჯი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (1976). 1969 - 1984 წლებში არბიტრის როლში ემსახურებოდა სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ტურნირებს, მათ შორის XXII ოლიმპიური თამაშების (1980), მსოფლიოსა (1978) და ევროპის (1981) ჩემპიონატებს, მსოფლიოს თასის გათამაშებას (1983) და და მსოფლიო უნივერსიადებს (1977, 1979), ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებას (1978, 1979), სსრკ ჩემპიონატებს (1962 - 1984). 1943 - 1961 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოსა" და "ქარიშხალას", მოსკოვის "ნაუკასა" და "დინამოს" წყალბურთელთა გუნდებში. საბჭოთა კავშირის ცემპიონი (1955, მოსკოვის "დინამოს" შემადგენლობაში). 1989 წელს მისმა გაწვრთნილმა გუნდმა - თბილისის "ივერიამ" გაიმარჯვა წყალბურთელ ქალთა პირველ საკავშირო ჩემპიონატში. საქ. დამსახურებული მწვრთნელი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  334 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: