ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ჭიჭიკო ჩართოლანი
დაბადების თარიღი: | 1906 |
გარდაცვ. თარიღი: | 1984 (78 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა |
ბიოგრაფია
დაიბადა მესტიაში. ალპინისტი, მეგზური, მთამსვლელობის ინსტრუქტორი. ოქროს მედლები მოიპოვა: შხელდა-უშბის (1950), შხარა-რუსთაველი-ჯანღა-კატინთაუ-თეთნულდის (1952), პამირში დარვაზის ქედის (1957), ვერცხლის მედლები (1960) – ზულუმარტისა და იმიერალაის ქედის (პამირი) ტრავერსირებისათვის. სსრკ-ში პირველად, ჯგუფთან ერთად, განახორციელა კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე (1937), რითაც სათავე დაედო ამ კლასს მთამსვლელობაში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 280გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "კოლმეურნე" მესტია (1949-)
|