The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ნადეჟდა დვალიშვილი - ხნიკინა

ნადეჟდა დვალიშვილი - ხნიკინა
Date of birth:24 June, 1933  (91 years)
Category:Athletics

Biography

დაიბადა ბაქოში. მძლეოსანი (სპრინტი, სიგრძეზე ხტომა). XV და XVI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1952, ჰელსინკი _ რბენა 200 მ, 24,2; 1956, მელბურნი _ სიგრძეზე ხტომა, 6,07 მ). სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1951, 53 _ რბენა 100 მ და 200 მ), სამგზის მეორე (1949 _ რბენა 200 მ; 1951, 53 _ სიგრძეზე ხტომა) და მესამე პრიზიორი (1956 _ სიგრძეზე ხტომა). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული თამაშების ჩემპიონი (1953 _ ესტაფეტა 4X200) და სამგზის მეორე პრიზიორი (1953 _ რბენა 100 მ და 200 მ; 1957 _ სიგრძეზე ხტომა), მსოფლიოს უნივერსიადის მესამე პრიზიორი (1951 _ სიგრძეზე ხტომა). მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი (1953 _ ესტაფეტა 4X200, ორჯერ, ესტაფეტა 4X100; 1954 წელს სიგრძეზე ხტომაში) გაიმეორა ფრანსის ბლანკერს-კუნის მსოფლიოს რეკორდი _ 6,25 მ . საუკეთესო პირადი შედეგები: 100 მ _ 11,7 წმ; 200 მ _ 24,1 წმ; სიგრძეზე ხტომა _ 6,25 მ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  152 გვ.

Member of Organizations

  • "დინამო" თბილისი

Share: