დაიბადა თბილისში. მძლეოსანი (სპრინტი). XV ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1952, ჰელსინკი _ ესტაფეტა 4X100 მ), ევროპის ჩემპიონი (1950 _ ესტაფეტა 4X100) და მესამე პრიზიორი (1954 _ ესტაფეტა 4X100), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1948, 52 _ ესტაფეტა 4X100), ექვსგზის მეორე (1948, 52, 54 _ რბენა 100 მ; 1948 _ რბენა _ 200 მ; 1954 _ ესტაფეტა 4X100 და ესტაფეტა 4X400) და შვიდგზის მესამე (1949, 50, 53 _ რბენა 100 მ; 1950, 51, 54 _ რბენა 200 მ; 1950 _ ესტაფეტა 4X400) პრიზიორი. მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1951, 54 _ ესტაფეტა 4X100) და ორგზის მეორე პრიზიორი (1951, 54 _ რბენა 100 მ), მსოფლიოს ახალგაზრდული თამაშების მეორე (1955 _ ესტაფეტა 4X100) და მესამე (1953 _ ესტაფეტა 4X100) პრიზიორი. პირადი საუკეთესო შედეგები: 100 მ _ 10,3 წმ; 200 მ _ 21,4 წმ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 152 გვ.