ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
დიმიტრი იოსელიანი
დაბადების თარიღი: | 2 დეკემბერი, 1913 |
გარდაცვ. თარიღი: | 6 მარტი, 1989 (75 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მძლეოსნობა |
ბიოგრაფია
დაიბადა სოფელ ჩიბათში (ლანჩხუთი). მსოფლიოს არაოფიციალური რეკორდსმენი ადგილიდან სიმაღლეზე ხტომაში (1936). სსრკ რვაგზის ჩემპიონი (1934, 35 – ადგილიდან სიგრძეზე ხტომა, ადგილიდან სიმაღლეზე ხტომა, ადგილიდან სამხტომი; 1936 – ადგილიდან სიგრძეზე ხტომა, ადგილიდან სიმაღლეზე ხტომა). სპორტსაზოგადოება “ნაუკას” საკავშირო საბჭოს თავმჯდომარე (1935-40). საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის რექტორი (1946-52), ამავე ინსტიტუტის მძლეოსნობის კათედრის გამგე (1956-83). 1983-იდან სიცოცხლის ბოლომდე ამავე კათედრის პროფესორი იყო. მისი თაოსნობით აშენდა ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ახალი შენობა (1955), მძლეოსნობის სასახლე (1979), რომელიც მის სახელს ატარებს. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 322 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|