The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ფარნაოზ ჩიკვილაძე

ფარნაოზ ჩიკვილაძე
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1941
გარდაცვ. თარიღი:14 ივნისი, 1966  (25 წლის ასაკში)
კატეგორია:ძიუდო

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ჩაბინაანში (ახმეტა). ძიუდოისტი (80 კგ). XVIII ოლიმპიური თამაშების (1964, ტოკიო) და მსოფლიოს ჩემპიონატის (1965) მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი გუნდურ (1964) და სამგზის მეორე პრიზიორი (1964, 65, 66) პირად შეჯიბრებაში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა მოსკოვში, ავტოკატასტროფაში.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  229 გვ.


გააზიარე: