The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ბიჭიკო სულიაშვილი

ბიჭიკო სულიაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

   საქართველოს ვეტერან მორაგბეთა ვიცე - პრეზიდენტი, ქართული რაგბის პიონერი, სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი. 

   იგი ერთ - ერთი პირველი მორაგბეა საქართველოში. წარმატებით თამაშობდა თბილისის "განთიადში", შემდეგ ასევე წარმატებით ასპარეზობდა "სპარტაკშიც". იყო თბილისის მორაგბეთა ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის პროფკავშირული გუნდების პირველი ტურნირი, რომელიც თბილისში გაიმართა, "განთიადის" ბრინჯაოს მედლებით აღინიშნა. ამ გუნდში სულიაშვილმაც სხვებთან ერთად წარმატებით იასპარეზა, შემდეგ კი ერთ - ერთი ვარჯიშის დროს ფეხი დაუზიანდა და სამწუხაროდ  რაგბს ნაადრევად დაემშვიდობა. თუმცა მას რაგბტან კავშირი არ  გაუწყვეტია, იგი საქ. ვეტერან მორაგბეთა კავშირის ვიცე - პრეზიდენტია და ჩვენს ქვეყანაში რაგბის განვითარებისთვის აქტიურად იღწვის. მატერიალურ დახმარებასაც ხშირად უწევს რაგბის ვეტერანებს. ის ვეტერანთა თამაშებსაც არ აცდენს და მათ ტურნირებშიც ხალისით მონაწილეობს.


გააზიარე: