The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



დავით თაქთაქიშვილი

დავით თაქთაქიშვილი
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

  საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირის გენერალური მდივანი, სტუ - ს პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი. 

  დაიბადა თბილისში 1942 წლის 17 მარტს. სწავლობდა ვაჟთა მე -20 სკოლაში. 1961 - 66 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწ. უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1966 - 73 წლებში ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და საზ. პროფესიათა ფაკულტეტზე, 1967 - 75 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწ. უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, იქვე დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია. სკოლის წლებში დიდი წარმატებები ჰქონდა მძლეოსნობაში, არის პირველი თანრიგის მფლობელი. აგრეთვე პირველი თანრიგის მფლობელია ტყვიით სროლაში. რაგბის თამაში უნივერსიტეტში დაიწყო 1962 წელს. ის თავის მეგობრებთან ერთად ითვლება ქართული რაგბის პიონერად. 

   1973 - 1985 წლებში იყო საქართველოს რაგბის ფედერაციის პასუხისმგებელი მდივანი. 

   დ. თაქთაქიშვილის სპორტული მიღწევები: "ქარიშხალას" საკავშირო ტურნირის ბრინჯაო, უნივერსიტეტის 50 წლისთავის სახელობის რესპუბლიკური თასი, საქართველოს ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი, "სპარტაკის" საკავშირო ტურნირებში ვერცხლი და ბრინჯაო, 1970 წელს "გაზაფხულის თასი", იმავე წელს სომხეთის ჩემპიონი, 1971 წელს ამიერკავკასიის რესპ. ჩემპიონთა თასის მფლობელი. სსრკს-ს ვეტერან მორაგბეთა ჩემპიონატის ორგზის ოქროს მფლობელი (1989 - 1990 წ.წ.)

  მან გამოსცა წიგნები რაგბის შესახებ, რომლის რედაქტორი მისი მეუღლე, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლალი გვასალიაა, ეს ქალბატონი ამავე დროს, რაგბის ფედერაციის წევრიც გახლავთ. 

  

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რაგბის ფედერაცია, პასუხისმგებელი მდივანი (1973-1985)

გააზიარე: