დაიბადა ქობულეთში. ფეხბურთელი (თავდამსხმელი). თამაშობდა ქობულეთის “შუქურაში” (1973), ბათუმის “დინამოში” (1974-75, 1983-85), თბილისის “დინამოსა” (1976-82, 1985-87) და ლანჩხუთის “გურიაში” (1982). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი (3 გოლი). ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 158 მატჩი (52 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), სსრკ ჩემპიონატების მეორე (1977) და მესამე (1976 გაზაფხული, 76 შემოდგომა) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980). იყო ბათუმის “დინამოს” (1990-93), ქობულეთის “შუქურას” (1990-96) და რუსთავის “მეტალურგის” (1996-97) პრეზიდენტი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 196 გვ.